ბაქოს გრან პრიზე ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა ოქროს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოისტთა გრანდ სლემის დასრულების შემდეგ სტარტი გრან პრიმ აიღო.

ამჯერად ტატამზე ერთმანეთის პირისპირ 35 ქვეყნის 212 პარაძიუდოისტი (150 კაცი და 62 ქალი) არკვევს ერთმანეთში უძლიერესთა ვინაობას.

საქართველოს ნაკრები გრან პრიზე 10 ძიუდოსტითაა წარდგენილი. ესენი არიან:

60კგ – ზურაბ ზურაბიანი და ნუკრი მიგრიჯანაშვილი
66კგ – გიორგი გამჯაშვილი და გიორგი ქალდანი
73კგ – ბაჩუკი შელია და მიშიკო შიობრიშვილი
81კგ – გიორგი ბერიძე და ტარიელ უზილაური
90 კგ – ავთანდილ კირკიტაძე
100კგ – რევაზ ჩიკოიძე

90- და +100 კგ წონის ძიუდოისტები ხვალ ჩაებმებიან შეჯიბრებაში, სხვა დანარჩენებმა კი ასე იასპარეზეს:

60კგ – ნუკრი მიგრიჯანაშვილმა პირველ შეხვედრაში სძლია ესპანელ ბოჰჯა პაჰისას, მეორეში კი დამარცხდა ჩინელ ხუ ჟაოსთან და გამოეთიშა შეჯიბრებას.
ამავე წინაში ზურაბ ზურაბიანმა ბრაზილიელ ტიეგო მარკესს მოუგო, შემდეგ წააგო ყაზხ ოლჟას ორაზალიულისთან და რეპეშაჟში გადაერთო. აქ მან მოუგო ალჟირელ ნურა მულუდს და მონღოლ იადამდორი სუხბაატარს, მაგრამ მესამე ადგილისთვის სეხვედრა დათმო თურქ რეცეპ ჩიფჩისთან. ზურაბ ზურაბიანმა ასპარეზობა მე-5 ადგილზე დაასრულა

73კგ – მიშიკო შიობრიშვილმა პირველი შეხვედრა ვასილი კუტუევთან წააგო და რეპეშაშჟში გადავიდა, სადაც ამერიკელ ანტონი ფერადოსთან დამარცხდა.
ბაცუკი შელიამ პირველი შეხვედრა არგენტინელ როდოლფო ფაბიან რამირესს მოუგო, შემდეგ რუსი შახბან კურბანოვი დაამარცხა, მასპინზელ რამილ გასიმოცთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა. აქ მან პირველი შეხვედრა, სადაც უკრაინელ სერჰი კოტენკოსთან იწვნის მარცხი.

81კგ ტარიელ უძილაური ფრანგ ნათან პეტიტთან დამარცხდა გიორგი ბერიძე კი ყაზახ აბილაი ადილბეკოვთან.

66კგ – გიორგი გამჯაშვილმა ამერიკელ რობერტ ტანაკას მოუგო, სემდეგ იაპონელი სატოჩი ფუჯიმოტო დაამარცხა, მაგრან ნახევარფინალში მასპინძელ ბაირამ მუსტაფაიევთან დათმო შეხვედრა, მესამე ადგილისთვის ნამიგ აბასლისთან (აზერბაიჯანი) და მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.

ბრწინვალედ იასპარეზა ამევე წონის მეორე ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა. მან დაამარცხა გალეგოს ედუარდო გალეგო (არგენტინა), იუჯირო სეტო (იაპონია), აზამატ ტურუმბეტოვი (ყაზახეთი), დავით ხორავა (უკრაინა) გავიდა ფინალში, იქ გიორგი გამჯაშვილის მზლეველ, მასპინზელ ბაირამ მიუსტაფაიევს მოუგო და ბაქოს გრან პრის ოქროს მედალს დაეუფლა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად