ბაქომ განაცხადა, რომ შეუძლია მაღალი სიზუსტის სარაკეტო იერიში მიიტანოს სომხეთის ატომურ სადგურზე

აზერბაიჯანს შეუძლია მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმა მიაყენოს სომხეთს, თუკი ერევანი გადაწყვეტს, რომ იერიში მიიტანოს აზერბაიჯანის სტრატეგიულ ობიექტებზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიახლიმ განაცხადა.

”რელიეფი, რომელზეც მდებარეობს მინგეჩვირის რეზერვუარი, ამ ობიექტში განხორციელებული გამაგრებითი სამუშაოები და ასევე ჩვენი თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, შეუძლებელს ხდის ამ სტრატეგიულ ობიექტზე იერიშის მიტანას. ამავე დროს, სომხურ მხარეს არ უნდა დაავიწყდეს, რომ უახლეს სარაკეტო სისტემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეუძლიათ მაღალი სიზუსტით შეასრულონ დარტყმა მეცამორის ატომურ სადგურზე და ეს გადაიქცევა უზარმაზარ ტრაგედიად სომხეთისთვის”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 16 ივლისს განახლდა სროლა წინა დღით ხანმოკლე დეესკალაციის შემდეგ. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ფრონტის ხაზის პოზიციებზე სა სოფლებზე თავდასხმაში.სომხეთის არმიის თანახმად, მათ ჩაშალეს აზერბაიჯანული მხარის რეიდი სასაზღვრო საგუშაგოზე ტავუშის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავით თონოიანი ტელეფონით დაუკავშირდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ზავის სამეთვალყურეო, ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, ანჯეი კასპრჟიკს და ინფორმაცია მიაწოდა უკანასკნელი ესკალაციის შესახებ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა სომხეთის ძალები, რომ თავს დაესხნენ ფრონტის პირა ძალებს და ცეცხლი დაუშინეს აზერბაიჯანის სოფლებს თოვუზის რაიონში.

სროლა განახლდა აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვრისპირა არეალში ერთდღიანი შესვენების შემდეგ, რომელიც მოჰყვა სამდღიან შეტაკებებს, რასაც სულ მცირე 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად