ბაქომ აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ცეცხლის გახსნის შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა (SBS) ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის ფაქტთან დაკავშირებით.

”21 აპრილს საღამოს, სომეხმა სამხედროებმა გაისროლეს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან,  ზანგილანის რაიონის სოფელ სეიდლიარში აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა აზერბაიჯანელ სამხედროებს მიმართეს, არ ეპასუხათ ინციდენტისთვის. შედეგად, აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ, თუმცა ქვეყანა აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტის გამეორებისას, ისინი სათანადო რეაგირებას მოახდენენ.

თავის მხრივ, საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს სომხეთი და აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სტეფანაკერტს, მხითარაშენსა და შოშს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...