ბაქო ლონდონს უფლებადამცველის საქმის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლონდონი აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ლეილე იუნუსის და მისი მეუღლის საქმის მიზანმიმარულ პოლიტიზებას ახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

„ჩვენ ვგმობთ და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ლეილე იუნისის მიმართ 2015 წლის 13 აგვისტოს სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის მიზანმიმართულ პოლიტიზაციას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰიქნეთ გაჯიევის განცხადებაში. “შეფასება თითქოს ლეილე იუნუსის და მისი მეუღლის სასამართლო პროცესი დახურული იყო საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის სიმართლეს არ შეესაბამება. პროცესი იყო ღია და სამართლიანი“, – აცხადებს აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი.

აზერბაიჯანული მხარის პროტესტის მიზეზი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრის განცხადება გახდა. დევიდ ლიდინგტონის შეფასებით, სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის შთაბეჭდილება დატოვა იმ გარემოებების გამო საერთაშორისო დამკვირვებლებს პროცესზე დაკვირვების საშუალება შეეზღუდათ.

ბაქოს სასამართლომ 13 აგვისტოს ლეილა იუნუსს, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორს და მის ისტორიკოს მეუღლეს, არიფ იუნუსას 8 წლითა და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აზერბაიჯანელი სამართალდამცავები უფლებადამცავებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ლეილა იუნუსას და მის მეუღლეს ბრალი ედებათ სახელმწიფოს ღალატშიც. ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ. აზერბაიჯანის უფლებადამცველი ორგანიზაციები პროცესს პოლიტიკურად მართულად მიიჩნევენ და ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად