ბაჩანა მატუა აცხადებს, რომ ბანკზე თავდამსხმელი ზუგდიდის ცენტრამდე მისმა ძმამ მიიყვანა, რომელიც 112 -ის თანამშრომელია

ორი დღის წინ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხველი, რომელის ვინაობა ამ დრომდე უცნობია, როგორც ირკევა, ზუგდიდში, 112-ის მოქმედმა თანამშრომელმა დათო მატუამ, საკუთარი ავტომანქანით მიიყვანა.

როგორც მატუას ძმა, ბაჩანა მატუა აცხადებს, იმ დროს როცა მისი ძმა ახალსოფლიდან ზუგდიდის მიმართულებით გადაადგილდებოდა, წინ გადაუდგა შეიარაღებული ნიღბიანი და ქალაქ ზუგდიდამდე გადაყვანა მოსთხოვდა.

ძმის ინფორმაციით, დათო მატუამ 112-ში მას შემდეგ დარეკა, რაც ნიღბიანი ქალაქის ცენტრში მიიყვანა.

 

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14 :00 საათზე ზუგდიდში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ.

12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელის შემდეგ ,მძევლად აყვანილი 43 ადანიანი გაათავისუფლა. თუმცა, თავად თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხიდან ტყეში გაიქცა და ის ამ დრომდე თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად