“ბანკირობის დროიდან მახსოვს, როგორ იღებდნენ სესხებს ოჯახის წევრების ციხიდან დასახსნელად”

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხდა, რომ ეს ბრძოლა გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე "ქართული ოცნების" გუნდს ეგონა.

"სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. არსებული რეალობიდან, მოგვიწია უარი გვეთქვა ამ პრობლემის სისტემურად მოგვარებაზე. ვგულისხმობ მექანიზმს, რომელიც ერთიან კონტექსტში განიხილავდა სამართლიანობის აღდგენის პროცესს.

მართალია, ვერ მოხერხდა აქამდე სისტემის შექმნა, რომელიც სამართლიანობას მასობრივად აღადგენდა, მაგრამ თვალნათელია, რომ სასამართლოებში მიდგომები შეცვლილია. სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში კერძო დავების გზით მიმდინარეობს.

მე კარგად მახსოვს რა ხდებოდა 2007 წლიდან მოყოლებული. მე მაშინ ბანკირი ვიყავი და საბანკო სექტორში ვმუშაობდი. უამრავი სესხი გვაქვს გაცემული ვითომ „სამეურნეო მიზნით“, როდესაც ზუსტად ვიცოდი, რომ ფულს ადამიანებს ციხიდან გამოსაყვანად ვაძლევდით.  ზოგი თავად იყო პატიმარი, ზოგის ძმა, ბიძაშვილი, ოჯახის წევრი….

სასამართლოში მიდგომა შეცვლილია და მჯერა, რომ 4 წლის შემდეგ აღდგენილი სამართლიანობის ქვეყანაში ვიცხოვრებთ.“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად