“ბანკი ქართუმ” დაზარალებულთა დასახმარებლად 2.250.000 ლარი გადარიცხა

“ბანკი ქართუმ” თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად 2.250.000 ლარი გადარიცხა. როგორც ბანკის წარმომადგენელმა აიპრესს განუცხადა, თანხის სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვა დღეს მოხდა.

დღეის მდგომარეობით, სტიქიის სალიკვიდაციო ანგარიშზე 20 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ ზარალი 100 მილიონ ლარს სცდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად