ბანგლადეშში, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხოლო დაშავებულია – 67.

Upaban Express-ის ხუთი ვაგონი რელსებიდან, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:40 გადავიდა. ერთ-ერთი ვაგონი კი არხში ჩავარდა, კიდევ ორი მიჰყვა მას.

თავდაპირველად ინფორმაცია ვრცელდებოდა ხუთი დაღუპულის შესახებ. ექიმების თქმით, ორი დაღუპული ქალია, ხოლო სამი – მამაკაცი. დაახლოებით 02:00 საათზე, მეხანძრეებმა მეექვსე დაღუპულის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობით კი, დაღუპულია დაახლოებით 10-20 ადამიანი.

ექიმების ცნობით, დაშავებულებიდან 20 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოგვიანებით, პოლიციაში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 250 ადამიანს გადააჭარბა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ავარიის ადგილზე მუშაობს 11 სამაშველო ბრიგადა პოლიციასთან, სასაზღვრო სამსახურთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...