ბანგლადეშში, მატარებლების შეჯახების შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 15 ადამიანი ემსხვერპლა ბანგლადეშში, სამგზავრო მატარებლების შეტაკებას. 12 მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი 3 – საავადმყოფოში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი იქაური დროით 3:00 საათზე მოხდა.

პოლიციის წარმომადგენელმა სამაშველო სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან ბევრი მგზავრი ჯერ კიდევ ვაგონების ქვეშ არის მოყოლილი. შეჩერებული სარკინიგზო მიმოსვლა.

მომხდარის გამომწვევის მიზეზების შესახებ ინფორმაცია კი ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად