ბანგლადეშში, ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათასობით სახლი დაიწვა (ვიდეო)

ბანგლადეშში, მიანმარის საზღვართან მდებარე ბალუჰალის ლტოლვილთა ბანაკში დიდი ხანძარი გაჩნდა

ბანგლადეშში, მიანმარის საზღვართან მდებარე ბალუჰალის ლტოლვილთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათასობით მიანმარელი ლტოლვილი როჰინჯა მუსლიმის სახლი დაიწვა.
 
მიანმარის ხელისუფლების მიერ დევნილ მილიონზე მეტ როჰინჯა მუსლიმთა უმეტესი ნაწილი ბანგლადეშის სამხრეთში მდებარე ლტოლვილთა ბანაკებში, ძირითადად, 2017 წლიდან ცხოვრობს. ბალუჰალი ლტოლვილთა ერთ-ერთი დიდი ბანაკია. დაუდგენელი მიზეზით გაჩენილი ხანძარი სწრაფად მოედო ლტოლვილთა საცხოვრებელ ბამბუკის ქოხებს და ათასობით სახლი დაიწვა.
 
დაღუპულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არაა. დანამდვილებით ცნობილია რამდენიმე კაცის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ერთიანად ცეცხლის ალში გახვეული და შემოღობილი ბანაკის ტერიტორიის დატოვება ლტოლვილთა გარკვეულ ნაწილს გაუჭირდებოდა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...