ბანგლადეშში 19 წლის მოსწავლის ცოცხლად დაწვისთვის, სკოლის დირექტორს და კიდევ 15 პირს სიკვდილი მიესაჯა

ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის მკვლელობისთვის 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა –  ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფიმ რელიგიული სკოლა-მედრესის დირექტორი სირაჯ უდ დულა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება დაწერა.

2019 წლის 6 აპრილს ნუსრათი  სკოლის სახურავზე დაიბარეს. მას 4-5 ჩადრიანი ადამიანი გარს შემოეხვია და პოლიციიდან საჩივარის გამოტანა მოსთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. აღნიშნულის შემდეგ, ნუსრათს ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

მომხდარი ფაქტიდან 11 დღის ადრე ნუსრათმა პოლიციაში განაცხადა, რომ სკოლის დირექტორი მას კაბინეტში იბარებდა და სხეულზე მიუღებელი ფორმებით ეხებოდა. ნუსრათმა გაქცევა შეძლო და სახლამდეც მიაღწია.

როგორც კი ნუსრათი მიხვდა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, ძმას მისი განცხადების მობილურ ტელეფონზე ჩაწერა სთხოვა:

“მასწავლებელი მეხებოდა. ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ ასეთი დანაშაულის წინააღმდეგ”. 19 წლის ნუსრათმა ის ადამიანები დაასახელა, ვინც სახურავზე დაემუქრნენ.

ინციდენტის შემდეგ, ნუსრათს წელს ზევით სხეულის 80%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა. ის ინციდენტიდან 4 დღის შედეგ გარდაიცვალა.

სასტიკი მკვლელობა ბანგლადეშის პატარა ქალაქ ფენში მოხდა.

“პ.ს. სკოლის დირექტორის დაკავების შემდეგ, მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ – წერს BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად