ბანგლადეშის დატბორილ დედაქალაქში, საქონლის მასობრივი დაკვლის გამო, წყალი წითლად შეიღება

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, რომელიც ძლიერი წვიმების გამო დაიტბორა, მუსულმანური დღესასწაული ყურბან-ბაირამობის გამო, რომელიც ცხოველების მასშტაბურ დაკვლას გულისხმობს, წყალი წითლად შეიღება.

ადგილობრივმა ძალებმა მოქალაქეებს საქონლის დაკვლის უფლება მხოლოდ სპეციალურ ადგილებში მისცეს, თუმცა ძლიერი თავსხმის გამო, უმეტესობამ დანიშნულების ადგილამდე მისვლა ვერ მოახერხა.

შედეგად, დაკას ბევრმა მაცხოვრებელმა საქონელი მიწისქვეშა ავტოსადგომებზე, ავტოფარეხებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში დაკლა, ხოლო დაკლული ცხოველების სისხლი დაგროვილ წყალს შეერია.

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკაში ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 100 000 ცხოველი დაკლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად