ბანგლადეში 104-ე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირება დაფიქსირდა

ბანგლადეშში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი thedailystar აქვეყნებს.

პორტალის ცნობით, ორი ინფიცირებული იტალიიდან ახლახანს დაბრუნდა, მესამე კი ერთ-ერთი მათგანის ოჯახის წევრია. სამივე ინფიცირებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათი მდგომარეობა შეფასებულია როგორც სტაბილური. პაციენტების ასაკი 20-35 წელია. კიდევ სამი პირი, რომლებიც დაავადებულებთან იმყოფებოდნენ კონტაქტში კარანტინშია მოთავსებული და მათზე დაკვირება მიმდინარეობს.
 
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის პირადი ექიმის განცხადებით, “საპანიკო არაფერია. ამ დაავადების წინააღმდეგ ყველაზე ყველაზე ეფექტური საშუალებაა – გამოიჩინოთ სიფრთხილე”
 
ბანგლადეში 104-ე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირება დაფიქსირდა
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად