ბანგლადეშელი, რომლის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება ბორდოს სასამართლომ არ მიიღო, პირველი „კლიმატური ლტოლვილი” გახდა

ბორდოს სააპელაციო სასამართლომ ტულუზაში მცხოვრები, მწვავე რესპირატორული დაავადების მქონე ბანგლადეშელის დეპორტაციაზე უარი განაცხადა.

18 დეკემბერს გამართულ სააპელაციო სასამართლოს დეპორტაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით საყურადღებოდაა მიჩნეული ის გარემოება, რომ ბანგლადეშელი ქრონიკული რესპირატორული დავადების მქონეა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქვეყანაში დეპორტაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს.

40 წლის ბანგლადეშელი, რომელიც საფრანგეთში 2011 წელს ჩავიდა დედაქალაქ დაკადან 200 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქიდან, ამჟამად ტულუზაში ცხოვრობს და კვების ობიექტში მუშაობს მზარეულად და მიმტანად.

2015 წელს ბანგლადეშელს, როგორც ავადმყოფ უცხოელს, დროებითი ბინადრობის უფლება მიანიჭეს. იგი ასთმითაა ავად, აქვს ალერგია მტვრის ტკიპებზე, ხოლო ძილისმიერი აპნოეს სინდრომის მძიმე ფორმის გამო, ყოველდღიურად ესაჭიროება სასუნთქი აპარატი, რომელიც მოითხოვს ყოველთვიურ საფუძვლიან ტექნიკურ მომსახურებას და ნიღბების, ფილტრების და მილების შეცვლას.

2019 წლის ივნისში ზემო გარონას დეპარტამენტის პრეფექტურამ იმ მოტივით, რომ შესაბამისი მკურნალობის გავლა მის მშობლიურ ქვეყანაშიც არის შესაძლებელი, ბანგლადეშელი დავალდებულა დაეტოვებინა საფრანგეთი.

2020 წლის 15 ივნისს ტულუზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა პრეფექტურის მოთხოვნა, მაგრამ გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი ჰაერის დაბინძურებაზე ბანგლადეშში, როგორც ჯანმრთელობისთვის საშიშ კრიტერიუმზე.

2020 წლის 18 დეკემბერს ზემო გარონის პრეფექტის დაქვემდებარებაში მყოფმა ბორდოს სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბანგლადეშელის ადვოკატ ლუდოვიკ რივერის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ჰაერში შეწონილი წვრილი ნაწილაკების რაოდენობა ბანგლადეშში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ასთმასთან და იმ პათოლოგიასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 100 ათას მოსახლეზე ბანგლადეშში 12,92-ია, ხოლო საფრანგეთში კი 0.82 და აგრეთვე ის გარემოება, რომ სამშობლოში მას გაუჭირდება სასუნთქი აპარატის დეტალების გამოცვლა და ღამით ელექტროენერგიის გათიშვები გამო შეექმნება პრობლემები და დაადგინა, რომ არ შეიძლება ბანგლადეშელის დეპორტაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად