ბანგკოკში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბანგკოკში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაიჭრა ერთი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია ქალი. წინასწარი მონაცემების თანახმად, სროლა სილამაზის სალონის მოპირდაპირე მხარეს მოხდა, ტურისტებისთვის პოპულარული მაღაზიების შორიახლოს.

თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა შეძლო, მანამდე კი მინიმუმ შვიდჯერ გასროლა მოასწრო.

დაღუპული ქალი სილამაზის სალონის თანამშრომელი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად