ბანგკოკში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ტაილანდის პრემიერს გადაგომისთვის სამი დღე მისცეს

მომიტინგეებმა ბანგკოკში პოლიციის ოფიცრებს ტაილანდის მთავრობის სახლის წინ გადასცეს პრემიერ-მინისტრის პრაიუტ ჩან-ოშის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, რომლის ხელმოწერასაც ითხოვენ სამ დღეში.

ამის შემდეგ, კოორდინატორებმა მონაწილეებს სთხოვეს სახლში წასვლა. ამავდროულად, ორგანიზატორები დაპირდნენ ხელისუფლებას, რომ სამ დღეში დაბრუნდებიან მთავრობის სახლთან, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა კიდევ ერთი აქცია ხუთშაბათს. “პრემიერ-მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა მოაწეროს ხელი მისი გადადგომის შესახებ განცხადებას, თუ ეს არ მოხდება სამ დღეში, ხალხი დაბრუნდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დემონსტრანტებმა მოითხოვეს, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე გაათავისუფლონ სამი დღის განმავლობაში. მთავრობის სახლთან მიტინგიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა დააკავეს ფატარავალი თანაქითვიბუნი, რომელიც იყო ერთ-ერთი, ვინც წაიკითხა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ მოთხოვნები. როგორც წინა ჯერზე, დაკავება დაკავშირებულია ხუთზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვასთან, რომელიც ძალაში შევიდა 15 ოქტომბერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად