ბან კი მუნი პარიზში მომხდარ ტერაქტს, სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას უწოდებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა,-მისი განცხადების ციტირებას უცხოური მედია ავრცელებს.

მისივე განმარტებით, Charlie Hebdo-ს ოფისზე განხორციელებული თავდასხმა მიმართულია საზოგადოების დაყოფაზე.

“ის მიმართულია იმაზე, რომ საზოგადოების ნაწილი ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყოს, ჩვენ ამას არ უნდა დავნებდეთ. ეს ტერაქტი მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ”,-განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს ოფისზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა.

სატირული ჟურნალი 1969 წელს დაარსდა. 1981 წელს გამოცემა დაიხურა და მხოლოდ 11 წლის შემდეგ აღდგა გამოსვლა. Charlie Hebdo-მ სკანდალური გამოცემის სახელი მოიპოვა მას შემდეგ, რაც დანიური ჟურნალიდან Jyllands-Posten მუჰამედის კარკატურა გადაბეჭდა. 2012 წელს, გამოსვლების და საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც ფილმის „მუსულმანთა უმანკოების“ ეკრანებზე გამოსვლას მოჰყვა, Charlie Hebdo-მ კარიკატურების ახალი სერია გამოაქვეყნა. ამის შემდეგ, ჟურნალის გამომცემლებს და თანამშრომლებს მუდმივად ემუქრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად