ბალტიისპირეთის ქვეყნებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების წამყვანმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.

ესტონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს პროექტ დელფის ფარგლებში ეწვივნენ, ჟურნალისტებმა სხვადასხვა მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის 10 სტატია მოამზადეს და Instagram-ზე საქართველოს შესახებ ფოტოები განათავსეს.

პროექტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ერთ- ერთი ნაწილია. დელფი ბალტიისპირეთში მაღალრეიტინგული პორტალია, რომელიც სამივე ქვეყანას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...