ბალტიის ქვეყნების, პოლონეთისა და თურქეთის ლიდერები ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობაზე იმსჯელებენ

დღეს ლონდონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ბალტიის ქვეყნების, პოლონეთისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება,-ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

შეხვედრის მთავარი თემა ალიანსის ფარგლებში ქვეყნების თანამშრომლობა იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება ნატოს გეგმას, რათა დაიცვას პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სანამ ალიანსი სირიაში ქურთი მებრძოლების ქმედებების გამო, შეშფოთებას არ გამოთქვამს.

სანამ ლონდონში ნატოს სამიტზე გაემგზავრებოდა, ერდოღანმა განმარტა, რომ ის აღნიშნულ საკითხს ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან და პოლონეთთან განიხილავს.

პარალელურად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა  განაცხადა, რომ ალიანსი ყველა მონაწილე ქვეყნისთვის, მათ შორის ბალტიის რეგიონის ჩათვლით, რისკების შეფასებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მუშაობს.

”დარწმუნებული ვარ, დისკუსია დასრულდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოხდეს, ხოლო მოკავშირეები ამას სერიოზულად მიიღებენ, რადგან მათ ინტერესებს სერიოზულად მივიღებთ”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად