ბალტიის ქვეყნები: „ნარვაზე ელექტროგადამცემი ხაზების ჩაჭრით, სიმბოლურად ვჭრით საბჭოთა წარსულთან ჩვენ უკანასკნელ კავშირებს”

რუსული პრესა ბალტიის ქვეყნების მხრიდან ელექტროენერგიის შეყიდვის შემცირებაზე მათ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების სრული აღმოფრხვისკენ სწრაფვაზე ამახვილებს ყურადღებას

რუსული პრესის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, 8 და 11 აპრილს, ბალტიის ქვეყნებმა მიზეზების განუმარტავად შეწყვიტეს რუსეთისგან ელექტროენერგიის შესყიდვა.

რუსული პრესის თქმით, ბელარუსს და ლიტვას შორის არსებული ელქტროგადაცემი ხაზებიდან ტესტური გათიშვის პარალელურად რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვის სრული შეწყვეტა, რაც ადრე არასდროს მომხდარა, 2025 წლისთვის დაგეგმილ რუსულ ენერგიაზე სრული უარის თქმისთვის მზადების ერთ-ერთ ღონისძიებად უნდა იქნეს განხილული.

ტესტურ რეჟიმში მუშაობამ ბალტიის ქვეყნებში ელექტროენერგიის სპოტური ფასის (საქონლის ფულის გადახდისთანავე ანუ დაუყოვნებლივ მიწოდების ფასი – „აიპრესი”) ზრდა (ლიტვაში 8,5%-მდე), ხოლო რუსეთის ევროპულ ნაწილში კი შემცირება (3%-მდე) გამოიწვია.

ბალტიის ქვეყნები „ინტერ რაოს” ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო მიმართულებაა. 2019 წელს ლიტვაზე „ინტერ რაოს” ექსპორტის 33% მოდიოდა – ~300 მლნ დოლარი ფულად გამოსახულებაში.

ესტონეთი, ლატვია და ლიტვა კვლავინდებურად საბჭოთა ეპოქის სახელისუფლებო სისტემის ნაწილია. რუსეთი არეგულირებს ბელარუს-რუსეთ-ესტონეთ-ლატვია-ლიტვის ელექტროქსელის სიხშირეს. სიხშირით ელექტროქსელის სტაბილურობა კონტროლდება. ამრიგად, პრაქტიკაში ბალტიის ქვეყნების ელექტროენერგიის ნაკადი რუსეთის მიერ კონტროლდება.

„ჩვენ გვსურს ამ დამოკიდებულებას დავაღწიოთ თავი, რადგან დღევანდელ გეოპოლიტიკურ ეპოქაში ასეთი დამოკიდებულება ძალიან საშიშია”, – ამბობს ესტონეთის ქსელური კომპანია Elering-ის გენერალური დირექტორი ტაავი ვესკიმიაგი და ამატებს:

„მდინარე ნარვაზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზების ჩაჭრით, სიმბოლურად ვჭრით საბჭოთა წარსულთან ჩვენ უკანასკნელ კავშირებს”.

რუსული პრესა აღნიშნავს, რომ რუსეთიდან ენერგიის შესყიდვაზე სრული უარის თქმას გეგმავს აგრეთვე ფინეთი, ქვეყანა, რომელიც ლიტვაზე ოდნავ ნაკლებ რუსულ ელქტროენერგიას ყიდულობს.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ რაო” 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 57,7%-ით გაზრდას გეგმავს

ესკოს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ მარტის თვის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, იანვარ-თებერვლის მონაცემების თნახმად კი რუსეთი დასახულ გეგმას ასრულებს – რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა იანვარ-თებერვალში 52%-ით გაიზარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...