Balenciaga და Saint Laurent-ი სამედიცინო პირბადეებს შეკერავენ

Balenciaga და Saint Laurent-ი სამედიცინო პირბადეების წარმოებას დაიწყებენ, ორივე ბრენდი ამ ეტაპზე საფრანგე\ტის ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვას ელოდება. ამის შესახებ Bloomebrg-ი წერს.

მანამ, სანამ ბრენდები გადაწყვეტილებას ელოდებიან, კორპორაცია Kering-ი საავადმყოფოებს 3 მილიონ სამედიცინო პირბადეს დაურიგებს, რომელიც ჩინეთიდან შეუკვეთეს.

კორპორაციის პრესმდივნის თქმით, წარმოება ქალაქ ანჟეში მდებარე Saint Laurent-ის ფაბრიკასა და პარიზში მდებარე Balenciaga-ს ფაბრიკაში დაიწყება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ ეპიდემია ვრცელდება და უარესდება. ქვეყანა\სი დადასტურებულია კორონავირუსი\ტ ინფიცირების 16 018 შემთხვევა, ხოლო დაღუპულია 674 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად