ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდის და სეზონზე უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2 პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილონ ლარამდეა.

პირველი პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობისა და ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენის ახლით ჩანაცვლებას, წყლის ჩამკეტ–მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას, რაც უზრუნველყოფს ქსელის გამართულ ფუნქციონირებას.
მეორე პროექტით გათვალისწინებულია სოფელ ციხისჯვარში 5 ახალი წყლის ჭაბურღილის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის შემკრებ კამერებს, სატუმბო სადგურსა და წყლის გამწმენდ ნაგებობას.
ორივე პროექტით დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ბაკურიანში სწრაფად იზრდება განაშენიანება, ემატება სასტუმროები, კომერციული ობიექტები, იზრდება დამსვენებელთა რაოდენობა. ასევე, იგეგმება სხვადასხვა სპორტული ღონისძიება, რაც მოითხოვს უფრო მეტი წყლის მოხმარებას. შესაბამისად, საჭიროა დღეს არსებული წყლის სისტემა განვითარდეს და მზარდ მოთხოვნას გაუძლოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად