ბაკურ კვაშილავა: ღარიბაშვილის შერცევა სწორი გადაწყვეტილება იყო, ის ნდობას ქმნის “ოცნების” ამომრჩეველში, რომ დაკარგული არაფერია

„ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მათი პარტიული პოზიციიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო. მოკლევადიან ასპექტში მან გადაჭრა პრობლემა, რომ გახარიას წასვლა დამარცხებაა და აირჩია კანდიდატი, რომელიც ხისტი პოზიციითაა ცნობილი. ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ღარიბაშვილის მხრიდან კომპრომისზე წასვლა არ იქნება აღქმული, როგორც სისუსტე.

ღარიბაშვილის არჩევა ერთი მხრივ, ნდობას ქმნის „ოცნების“ ამომრჩეველში, რომ დაკარგული არაფერი არ არის, ჩვენ ისევ მაგრად ვართ და ასეთი მაგარი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კომპრომისზე წასვლა უფრო ნაკლებად იქნება აღქმული, როგორც სისუსტე“, – განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, არ არსებობს კანდიდატი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლს არ დაიმსახურებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...