ბაკურ კვაშილავა: ერთადერთი საშიშროებაა, რომ ბაიდენის მიმართ ინსტიტუციების ზეგავლენა სასურველზე მეტი დოზით იქნება

ერთადერთი საშიშროებაა, რომ ბაიდენის მიმართ ინსტიტუციების ზეგავლენა სასურველზე მეტი დოზით იქნება, – ამის შესახებ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ჯო ბაიდენი ისეთი პრეზიდენტია, რომელიც უფრო მეტად იქნება დამოკიდებული სისტემაზე და აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუციებზე. ერთადერთი საშიშროება ის არის, რომ ინსტიტუციების ზეგავლენა იქნება უფრო დიდი, ვიდრე სასურველია. ის იქნება ტრადიციული ლიდერი, რომელიც სისტემაზე იქნება დაყრდნობილი. სწორედ ტრადიციების წინააღმდეგ მოქმედი ლიდერი იყო ტრამპი, ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული.

ასეთი რამდენიმე ლიდერი იყო ამერიკის ისტორიაში, მაგალითად, როგორიც იყო ჯონ კენედი, მაგრამ ამ მიმართულებით ტრამპი აბსოლუტურად რადიკალური იყო. ჯო ბაიდენი ამ შემთხვევაში ისეთი ლიდერია, რომელიც სჭირდებოდა აშშ-ს ამ გაგებით, რადგან ის იქნება ინსტიტუტიცების პატივმცემელი და მათი აზრის გამთვალისწინებელი”, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაა. დაახლოებით 2 საათში აშშ-ს ახალი, რიგით 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად ეყოლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად