ბაკურ გოგოლი ტოკიოს ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრება.

77 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ბაკურ გოგოლი მასპინძელ აიკ მნაცაკანიანს შეხვდა.

შეხვედრა ბულგარელმა სპორტსმენმა მოიგო 6:2(0:1) და ბაკურ გოგოლი ასპარეზობას გამოეთიშა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ტოკიოში 77 კგ წონაში მონაწლე არ ეყოლებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...