ბახტაძე: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება, –  ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ "ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში გამართულ „პროგრესული ალიანსის“ საეთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს ტერიტორიაის 20 % ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რაც ამ ტერიტორიებზე ხდება ვერანაირ სახელს ვერ დავარქმევთ თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას. ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა იყო 120 ათასი ადამიანი, დღეს ამ რეგიონში სამწუხაროდ არ არის დარჩენილი 20 ათას ადამიანზე მეტი.აქედან 7000 გახლავთ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეები. ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევაა, აფახაზეთში სამწუხაროდ, გვაქვს იგივე სიტუაცია ომის პერიოდამდე მოსახლეობა იყო 550 ათასი, ხოლო დღეს სამწუხაროდ 120 ათას ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა და განვითარება, ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სივრცის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი ნიჭის შესაძლებლობის რეალიზაციას,საერთო სამშობლოში", – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები
იტვირთება...