ბახტაძე რ2-ზე: ოპონენტების “არგუმენტი” დემაგოგიაა, იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა რაც ევალებოდა

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით დასჯადია და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის ცვლილების მოკლე ვადაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები დემაგოგიაა, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა ძალიან კონკრეტული განმარტება გააკეთა.

„ჩვენი ოპონენტების ე.წ არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, ვინაიდან მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა. ეს არ იყო არჩევანი. ეს არის ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...