ბახტაძე: ყვითელი ავტობუსი რომ გაივლის, ვიცი გულში რას ფიქრობთ, დამერწმუნეთ მეც იგივეს ვფიქრობ

"რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, ვიცი გულში რას ვფიქრობთ, დამერწმუნეთ მეც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ კვირაში და ორ კვირაში შეულებელი იყო", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ჩვენ გვაქვს უნიკალური პოტენციალი, რომ გავხდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში, გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური. მე ვიტყოდი, დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს ჭირდება გამოსწორება, პრინციპული ნაბიჯების გადადგმა.

მწვანე ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მწავენე ეკონომიკაში თბილისს აქვს თავისი როლი. სამწუხაროდ თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რასაც მოჰყვა არასწორი და დანაშაულებრივი პოლიტიკა გარემოს მიმართ,ეს არის მიუღებელი. 

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის სტარეგიას აქვს ძალინ დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენი მწვანე სტრატეგია იყოს ძალიან წარმატებული. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად