ბახტაძე: ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ ბელარუსთან სავაჭრო მოცულობა მინიმუმ გავაორმაგოთ

ძალიან მიხარია, რომ დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერება მნიშვნელოვან სავაჭროკონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება, – ამისშესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსული პროდუქციის გამოფენაზე – Made in Belarus სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გამოფენა ოფიციალურად, ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მიხეილ რუსისთან ერთად გახსნა. გამოფენასთან ერთად თბილისი საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმსაც მასპინძლობს, რომელშიც 150-მდე ბელარუსული კომპანია მონაწილეობს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ მსგავსმა ექსპოზიციებმა და ბიზნესფორუმებმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტივიების შემოსვლა.

„დღევანდელი გამოფენის და ბიზნესფორუმის შედეგად კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მივიღებთბელარუსიდან და რაც მთავარია, ვუმასპინძლებთ მეტ ტურისტს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან.დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც შემდგომ წლებში იქნება საქართველოსა დაბელარუსს შორის, ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის როგორც ბელარუსში, ასევე საქართველოში“,- განაცხადამამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული გამოფენა კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ქართულიკომპანიებისთვის ბელარუსულ საწარმოებთან საქმიანი კავშირის დასამყარებლად, არამედ ქართველიმომხმარებლებისთვის, რათა მათ უკეთ გაიცნონ ბელარუსული პროდუქცია.

„ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა კარგ ტრადიციად იქცა ჩვენს ქალაქში. ჩვენ და ბელარუსებსგანსაკუთრებით მეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს და ჩვენ ამით ვამაყობთ. დღესსაქართველოში გვეწვია 150 კომპანია ბელარუსიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომჩვენს ეკონომიკურ კავშირებს დიდი პოტენციალი აქვს. მიხარია, რომ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანასშორის იზრდება. ჩვენ დღეს იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. გვაქვსყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა ორ ქვაყანას შორის მინიმუმ გავაორმაგოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბელარუსული პროდუქციის გამოფენაში – Made in Belarus, რომელიც საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” იმართება, 75-მდე ბელარუსული კომპანია და საწარმო მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ბელარუსული სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ელექტროავტობუსები, ასევე ბელარუსული სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციები, ფარმაცევტული და საკვები პროდუქტები და ა.შ.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად