ბახტაძე: ეროვნულ ბანკში მუშაობას გამოვრიცხავ, მაინტერესებს ასეთი ფანტაზიები სად იბადება

მაინტერესებს ასეთი ფანტაზიები როგორ და სად იბადება ხოლმე”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუშაობის ეროვნულ ბანკში გაგრძელებას გამორიცხავს.

“რა თქმა უნდა, ამას გამოვრიცხავ. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებს ასეთი ფანტაზიები როგორ და სად იბადება ხოლმე. პირდაპირ გითხარით, უახლოეს მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ ვგეგმავ. ვრჩები პოლიტიკური საბჭოს წევრად. ვიყავი და ვარ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და აქედან გამომდინარე, ასეთი საუბრები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ეს ყველაფერი არის ფანტაზიის ნაყოფი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად