ბახტაძე ბელორუს ხალხს: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენეტის მხარდაჭერას არასოდეს დაგივიწყებთ

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, იმ პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული და ორიენტირებულია სამშვიდობო ინიციატივებზე.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩვენს მეგობარ ბელარუს ხალხს, რომ ამ მხარდაჭერას, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს“, – განაცხადამამუკაბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად