ბახტაძე: არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა – ოკუპაცია და სიღარიბე

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა – ოკუპაცია და სიღარიბე. მხარდამჭერი აქტი კი წარმოადგენს მძლავრ მექანიზმს, ამ ორივე გამოწვევის დაძლევის გზაზე.
“,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს ჩვენი რეგიონების ოკუპაციას; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაღვევის შემთხვევებს, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს და გულისხმობს უმკაცრესი სანქციების დაწესებას ყველაზე, ვინც მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დარღვევაში.

ასევე, კანონპროექტით კონგრესი სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს კონსულტაციებისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, რაც იქნება უდიდესი ნაბიჯი გადადგმული საქართველოში სიღარიბის დაძლევისკენ.

არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს აქვს ორი უმთავრესი გამოწვევა – ოკუპაცია და სიღარიბე. მხარდამჭერი აქტი კი წარმოადგენს მძლავრ მექანიზმს, ამ ორივე გამოწვევის დაძლევის გზაზე.

ეს ინიციატივა ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას! დიდი მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს!”,-წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ​აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად