ბახტაძე ანკარაში მომხდარ ტრაგედიაზე:ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში თურქი ხალხის გვერდით დგას

საქართველოს პრემიერი ანკარაში დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ანკარაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

“ღრმად დამწუხრებული ვარ ანკარაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მსხვერპლთა და მათი საყვარელი ადამიანების მიმართ. ქართველი ხალხი ამ მძიმე მომენტში თურქი ხალხის გვერდით დგას”, – წერს მამუკა ბახტაძე “ტვიტერში”

ცნობისთვის, თურქეთში, მაღალსიჩქარიანი სამგზავრო მატარებელი, რომელიც ანკარიდან ქალაქ კონიის მიმართულებით მოძრაობდა, რელსებიდან გადავიდა.დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა ხოლო დაშავეულთა რიცხვი 50-მდე აღწევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად