ბახმაროში მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ამ წუთებში, ჩოხატაურის მუნიციპლიტეტის სოფელ ბახმაროში, 40 წლის მამაკაცს ეძებენ.

როგორც "აიპრესთან" გურიის სამხარეო სამაშველო სამსახურის უფროსი პაატა ლომთაძე აცხადებს, „ამ წუთებშიც ვეძებთ გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს. რომელიც დღეს, დღის მეორე ნახევრის შემდეგ არავის უნახავს. ბახმაროში დიდი თოვლია, ცუდი ამინდია. ჭირს ძებნა. თუმცა, ბიჭები ეძებენ, ჯერ-ჯერობით კვალს ვერ მივაგენით"- განაცხადა ლომთაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...