ბახმაროში, კინოთეატრის დაზიანების ფაქტზე არასრულწლოვნები ამხილეს

დღეს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა სოციალურ ქსელით გაავრცელე ინფორმაია, კურორტ ბახმაროში მდებარე კინოთეატრის დაზიანების შესახებ. “აიპრესს” მომხდარი ფაქტის შესახებ შსს-ში დაუდასტურეს. 

“ინფორმაციის შემოსვლისთანავე დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

დადგენილია რამდენიმე არასრულწლოვანი. წინასწარი მონაცემებით კინოთეატრს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიდგომია, თუმცა დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა, რომელი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი რა ზიანი მიადგა თეატრის დარბაზს”, – განუცხადეს “აიპრესს” შსს-ში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ჩემს აშენებულ კინოთეატრის დარბაზზში შეცვივდნენ “ქოც”-აქტივისტები, დაამტვრიეს იქაურობა და კონცერტი ჩაშალეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად