ბახმაროს მთებში დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

როგორც "აიპრესისთვის" ამ წუთებში ხდება ცნობილი, ბახმაროს მთებში ჩასულმა მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. 

ახალგაზრდები ადიგენიდან ბახმაროში გადმოსვლას ცდილობდნენ, როდესაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ზვავში მოჰყვა. შეტყობინების მიღების შემდეგ, სამაშველო ოპერაცია დილიდან დაიწყო, თუმცა ვერტმფრენის ჩართვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა. მაშველებმა მთებში ჩარჩენილი სამი ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...