„ბაიერნმა” პირველ ტაიმში გაშვებული ორი გოლის საპასუხოდ მეორეში ხუთი გაიტანა, გაიმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა

ბუნდესლიგაში მე-14 ტურის მე-9 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა.

დორტმუნდში „ბორუსიამ” „ვოლფსბურგი” მიიღო. შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე გუნდს შეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა ეს ვერცერთმა ვერ შეძლო.
 
შეხვედრის მეორე ნახევარის 66-ე წუთზე დორტმუნდელთა შვეიცარიელმა ნახევარმცველმა მანუელ აკანჯიმ გახსნა ანგარიში. „მგლები” შეეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს, მასპინძლებმა კი შეხვედრის მიწურულს, 90+2 წუთზე, მეორედ აიღეს სტუმართა კარი. გოლი დორტმუნდელთა ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯეიდონ სანჩომ გაიტანა.
 
„ბაიერნი” „ალიანც არენაზე” „მაინცს” მასპინძლობდა. სტუმრები ტიტულოვან მეტოქეს არ შეუშინდნენ და ყრუ დაცვაში არ ჩამდგნენ. მათ პირველ ტაიმში მასპინძლებზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს და ორჯერ გამოიყენეს კიდევაც.
 
პირველი გოლი სტუმართა თავდამსხმელმა ჯონათან ბურკარდტმა გაიტანა 32-ე წუთზე, მეორე კი 44 წუთზე მცველმა ალექსანდერ ხაკმა.




მეორე ნახევრის დაწყებიდან 4 წუთი იყო გასული, როდესაც სტუმრებს მესამე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდათ, ვერ გამოიყენეს და იმ წუთსავე თავად მიიღეს გოლი იოზუა კიმიხისგან.

 
55-ე წუთზე ლეროი სანემ ანგარიში გაათანაბრა


 
59-ე წუთზე სტუმრებმა ბედმა არ გაუღიმა: შვედი თავდამსხელის, რობინ კვაისონის უძლიერესი დარტმის შემდეგ ბურთი ძელს ცხრიანთან მოხვდა.

70-ე წუთზე მასპინძლების ზედიზედ სამჯერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ შეცვლაზე შესულმა მცველმა ნიკლას ზიულემ „ბაიერნი” დააწინაურა.


 
76-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა.


 
83-ე წუთზე განვლილი სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ აიღო სტუმართა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:2.




სრულად მე-14 ტურის შეხვედრების შედეგები ასეთია:

„კიოლნი” – „აუგსბურგი” 0:1(0:1)
„არმინია” – „ბორუსია” მენხენგლადბახი 0:1(0:0)
„აინტრახტი” ფრანკფურტი – „ბაიერი” 2:1(1:1)
„ჰოფენჰაიმი” – „ფრაიბურგი” 1:3(0:3)
„ვერდერი” – „უნიონ ბერლინი” 0:2(0:2)
„ჰერტა” – „შალკე” 3:0(1:0)
„შტუტგარტი” – „რასენბალშპორტი” 0:1(0:0)
„ბორუსია” დორტმუნდი – „ვოლფსბურგი” 2:0(1:0)
„ბაიერნი” – მაინცი” 5:2(0:2)
 
სატურნირო მდგომარეობა 14 ტურის შემდეგ:
 
„ბაიერნი” – 33 ქ
„რასენბალშპორტი” – 31 ქ
„ბაიერი” – 28 ქ
„ბორუსია” დორტმუნდი – 25 ქ
„უნიონ ბერლინი” – 24 ქ
„ვოლფსბურგი” – 24 ქ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...