“ბაიერნის” და “უნიონ ბერლინის” თამაშის სანახავად გულშემატკივარი ხეზე აძვრა

დღეს ბუნდესლიგაში 26-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა

ბერლინში, “ან დერ ალტენ ფიორსტერაის” სტადიონზე, ადგილობრივმა “უნიონ ბერლნმა” ბუნდესლიგის ერთპიროვნულ ლიდერს, მიუნხენის ” ბაიერნს” უმასპინძლა.

ბევრად უფრო დიდი გამოცდილების და მაღალი კლასის მქონე მიუნხენელებმა ძალების დიდი დაძაბვის გარეშე სძლიეს მასპინძლებს. პირველი ტაიმის მე-40 წუთზე პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით გახსნა ანგარიში, მეორე ნახევრის 41-წუთზე კი გრანგმა ბენჟამენ პავარმა საბპლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ამ გამარჯვების შემდეგ “ბაირენმა” მე-2 ადგილზე მყოფ “ბორუსია” დორტმუნდთან ბუნდესლიგაში იძულებითი შესვენების წინ არსებული 4 ქულიანი უპირატესობა აღადგინა. მას 26 შეხვედრის შემდეგ 58 ქულა აქვს. ბერლინელები 30 ქულით მე-12 ადგილზე დარჩნენ.

ტურის მეორე შეხვედრაში “კიოლნი” “მაინც-05”-ს მასპინძლობდა.

პირველი ნახევრის მე-6 წუთზე მარკ უტმა პენალტით გახსნა ანგარიში, მეორე ნახევრის დაწყებიდან 8 წუთში კი ავსტრიელმა ფლორიან კაინცმა ორამდე გაზარდა ანგარიში. ამის შემდეგ სტუმრებმა გამოიღეს ხელი და 621 წუთზე ნიგერიელმა ტაივო ავონიმ შეამცირა ანგარიშში სხვაობა, 71-ე წუთზე კი კამერუნელმა პიერ კუნდემ გაათანაბრა ანგარიში.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ დასრულდა – 2:2. შეხვედრის შედეგს გუნდების მიერ დაკავებულ ადგილებზე გავლენა არ მოუხდენია. კიოლნელები  33 ქულით კვლავ მეათე ადგილზე არიან, მაინცელები 27 ქულით კი – მეთხუთმეტეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად