„ბაიერნი” ფრანკფურტში დამარცხდა, „რასენბალშპორტმა” კი ბერლინში გაიმარჯვა და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა

ბუნდესლიგაში 22-ე ტურის შეხვედრები გაიმართა

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი მიუნჰენის „ბაიერნი” ფრანკფურტში „აინტრახტთან” დამარცხდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში დაიტი კამადას (მე-12 წთ) და ამინ იუნესის (31-ე წთ) მიერ გატანილი გოლებით დაწინაურდნენ. 53-ე რობერტ ლევანდოვსკიმ ერთი გოლი გაქვითა.

„ბაიერნის” უახლოესმა მდევარმა „რასენბალშპორტმა” ბერლინში “ჰერტას” მოუგო 3:0 და ლიდერთან ჩამოჩენა 2 ქულამდე შეამცირა. გოლები გაიტანეს მარსელ ზაბიტცერმა (28-ე წთ), ნორდი მუკიელემ (71-ე წთ) და ვილი ორბანმა (84-ე წთ)

ტურის სხვა შეხვედრების შედეგები ასეთია:

„არმინია” – „ვოლფსბურგი” 0:3(0:1)
„კიოლნი” – „შტუტგარტი” 0:1(0:1)
„ბორუსია” მენხენგლადბახი” – “მაინცი” 1:2(1:1)
„ფრაიბურგი” – უნიონ ბერლინი” 0:1(0:1)
„შალკე” – „ბორუსია” დორტმუნდი 0:4(0:2)
„აუგსბურგი” – ბაიერი” 1:1(1:0)
„ჰოფენჰაიმი” – „ვერდერი” 4:0(2:0)

“ბაიერნი” 22 თ → 49 ქ
„რასენბალშპორტი” 22 თ → 47 ქ
„ვოლფსბურგი” 22 თ → 42 ქ
„აინტრახტი” 22 თ 42 ქ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად