ბუნდესლიგაში 24-ე ტურის შეხვედრები გაიმართა
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში შარშანდელი ჩემპიონი და წლევანდელი ჩემპიონატის ერთპიროვნელი ლიდერი მიუნჰენის „ბაიერნი” ვიცე-ჩემპიონს და წელს ევროზონაში ადგილის მოსახვედრად მებრძოლ დორტმუნდის “ბორუსიას” მასპინძლობდა.
შეხვედრის დასაწყისი მასპინძლებისთვის ერთობ წარუმატებელი გამოდგა: მე-2 და მე-9 წუთებზე დორტმუნდელთა ვარსკვლავმა ერლინ ჰოლანმა აიღო მასპინძელთა კარი.
„ბაიერნმა” პირველი საპასუხო გოლი 26-ე წუთზე გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი ლევანდოვსკიმ პენალტიდან დუბლი გაიფორმა 2:2
შეხვედრის მე-2 ნახევრის 88-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, 88-ე წუთზე კი ლეონ გორეცკამ წინ გაიყვანა „ბაიერნი” 3:2
მატჩის 90-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ მე-3 გული გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:2
ტურის სხვა შეხვედრების შედეგები ასეთია:
„ბორუსია” მენხენგლადბახი” – „ ბაიერი” 0:1(0:1)
„ფრაიბურგი” – „რასენბალშპორტი” 0:3(0:1)
„შალკე” – „მაინცი” 0:0
„ფრანკფურტი” – „შტუტგარტი” 1:1(1:1)
„ჰერტა” – „აუგსბურგი” 2:1(0:1)
„ჰოფენჰაიმი” – „ვოლფსბურგი” 2:1(2:1)
დღეს ერთმანეთს შეხვდებიან:
„კიოლნი” – „ვერდერი”
„არმინია” – „უნიონ ბერლინი”
სატურნირო მდგომარეობა:
“ბაიერნი” 24 თ → 55 ქ
„რასენბალშპორტი” 24 თ → 53ქ
„ვოლფსბურგი” 24 თ → 45 ქ
„აინტრახტი” 24 თ 43 ქ