„ბაიერი”-„ბაიერნი” 1:5 – საშუალოდ ერთ მატჩში გატანილი გოლებით „ბაიერნი” ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების კლუბებს შორის პირველია

ბუნდესლიგაში მე-8 ტურის შეხვედრები დასრულდა

ტურის ცენტრალური შეხვედრა ლევერკუზენში, „ბაიერსა” და „ბაიერნს” შორის გაიმართა.

მიუნხენელებმა მასპინძლები პირველივე ტაიმში დაჩაგრეს და მათ კარი ხუთჯერ აიღეს, აღსანიშნავია, რომ 5-დან 4 გოლი „ბაიერნმა” 7 წუთის განმავლობასი გაიტანა.

„ბაიერნს” 8 თამაშის შემდეგ 29 გოლი აქვს გატანილი, საშუალოდ 3,63 გოლი ყოველ თამაშში, რაც ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგების კლუბებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

„ბაიერი” – „ბაიერნი” 1:5(0:5)
გოლები: 4′ და 30′ რობერტ ლევანდოვსკი 0:1 და 0:2, 34; ტომას მიულერი 0:3, 35′ და 37′ სერჟ გნაბრი 0:4 და 0:5, 55′ პატრიკ შიკი 1:5

„ჰოფენჰაიმი” – „კიოლნი” 5:0(1:0)
გოლები: 31′ და 49′ ილას ბებუ 1:0 და 2:0, 51′ კრისტოფ ბაუმგარტნერი 3:0, 74′ დენის გაიგერი 4:0, 87′ შტეფან პოში 5:0

„აინტრახტი” – ჰერტა” 1:2(0:1)
გოლები: 7′ მარკო რიხტერი 0:1, 63′ იურგენ ეკელენკამპი 0:2, 78′ გონსალუ პასენსია, პენალტი 1:2

„ბორუსია” დორტმუნდი – „მაინცი” 3:1(1:0)
გოლები: 3′ მარკო როისი, 54′ ერლინ ჰოლანი, პენალტი, 0:2, 87′ ჯონათან ბურკარდტი 2:1, 90+4′ ერლინ ჰოლანი 3:1

„გროიტერ ფიურტი” – „ბოხუმი” 0:1(0:0)
გოლი: 80′ ანტონი ლოსილია 0:1

„უნიონ ბერლინი” – ვოლფსბურგი” 2:0(0:0)
გოლები: 49′ ტაივო ავონი 1:0, 83′ შერალდო ბეკერი 2:0

„ფრაიბურგი” – „რასენბალშპორტი” 1:1(0:1)
გოლები: 32′ ემილ ფორსბერგი, პენალტი, 0:1, 64′ უ იონ ჩონი 1:1

„ბორუსია” მიონხენგლადბახი” – „შტუტგარტი” 1:1(1:1)
გოლები: 15′ კონსტანტინოს მავროპანოსი 0:1, 43′ იონას ჰოფმანი 1:1

„აუგსბურგი” – „არმინია” 1:1(1:0)
გოლები: 19′ რის ოქსფორდი 1:0, 77′ იაკობ ლაურსენი 1:1

სატურნირო მდგომარეობა:

1. „ბაიერნი” 19
2. „ბორუსია” დორტმუნდი – 18
3. „ბაიერი” 16
4. „ფრაიბურგი” 16
5. „უნიონ ბერლინი” – 15

16. „აუგსბურგი” 6
17. „არმინია” 5
18. გროიტერ ფიურტი” 1

კომენტარები
იტვირთება...