აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური ოფისიდან მოხსნა მისი წინამორბედ დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული Diet Coke ღილაკი. ამის შესახებ ჟურნალისტმა ტომ ნიუტონ დანმა, რომელიც თეთრ სახლს სტუმრობდა, Twitter–ზე განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტის მაგიდას სპეციალური ღილაკი ჰქონდა, როგორც კი ამ ღილაკს დააჭერდა, მაშინვე შეჰქონდათ მასთან მისი საყვარელი გაზიანი სასმელი.
ბაიდენმა კი კოკა-კოლას გამოძახების ეს ღილაკი მოხსნა.
21 იანვარს, შეერთებული შტატების ახალმა ლიდერმა ჟურნალისტებს პირველად აჩვენა თავისი ოფისი თეთრ სახლში. საპრეზიდენტო ოთახში ბევრი რამაა შეცვლილი. ცნობილ ოვალურ ოფისს ადამიანის უფლებათა ლათინო-ამერიკელი დამცველი და მშრომელთა თავისუფლების მებრძოლი სესარ ჩავესის ბრინჯაოს ბიუსტი ამშვენებს. პრეზიდენტმა ასევე შეცვალა დემოკრატი პრეზიდენტის, ენდრიუ ჯექსონის პორტრეტი პოლიტიკოსისა და მოაზროვნე ბენიამინ ფრანკლინის გამოსახულებით.
President Biden has removed the Diet Coke button. When @ShippersUnbound and I interviewed Donald Trump in 2019, we became fascinated by what the little red button did. Eventually Trump pressed it, and a butler swiftly brought in a Diet Coke on a silver platter. It's gone now. pic.twitter.com/rFzhPaHYjk
— Tom Newton Dunn (@tnewtondunn) January 21, 2021