ბაიდენმა ლტოლვილთა ლიმიტის 62500 კაცამდე გაზრდის შესახებ განაცხადა

ლტოლვილთა მიღების ლიმიტის 62500 კაცამდე გაზრდის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს, 3 მაისს განაცხადა

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სულ რაღაც ორი კვირის წინ განაცხადა, რომ შეინარჩუნებდა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ შეზღუდვას 15000-მდე ლტოლვილის მიღების შესახებ.

თავის განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ისტორიულად დაბალი რიცხვი არ ასახავს იმ ხალხის ღირებულებებს, რომელიც მიესალმება და მხარს უჭერს ლტოლვილებს.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მოქმედების განხორციელება ძალიან გაწამებული, ახალი ცხოვრების დაწყების მოლოდინში მყოფი ლტოლვილების გონებაში არსებული ყველა ეჭვის გასაფანტად, – განაცხადა მან.

ბაიდენის თქმით, საეჭვოა, რომ მიმდინარე ფინანსური წლის ბოლოსთვის, 30 სექტემბრისთვის მოხერხდება 62500 ლტოლვილის მიღება ან მომავალი წლისთვის დასახული მიზანი -125000 ლტოლვილი – იქნება მიღწეული, მაგრამ ბოლო 4 წლის განმავლობაში დანერგილი მკაცრი ზომების შემსუბუქების მიმართულებით მუშაობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...