ბაიდენმა COVID19-ის პანდემიის გამო აშშ-ში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაახანგრძლივა ქვეყანაში დაწესებული საგანგებო რეჟიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ განაპირობა.

“2020 წლის 13 მარტს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გამოაცხადა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა COVID19-ის პანდემიასთან დაკავშირებით. პანდემია კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას”, – ნათქვამია ბაიდენის ბრძანებულებაში, რომლის თანახმადაც ასეთი რეჟიმი 2021 წლის 1 მარტის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.

საგანგებო რეჟიმის დასრულების ვადა მითითებული არ არის.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის თითქმის 28,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 503,7 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ორივე მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...