ბაიდენმა ალექსეი ნავალნის მდგომარეობას „სრულიად უსამართლო“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სრულიად უსამართლო უწოდა იმ ვითარებას, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იმყოფება კოლონიაში, სადაც კრემლის პატიმრის მიერ გამოცხადებული შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ, ნავალნის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მას სიკვდილი ემუქრება.

„ეს სრულიად, სრულიად უსამართლო და სრულიად დაუშვებელია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, ვილმინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე, 13 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ახსენა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნიზე თავდასხმა.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ექიმები კრიტიკულად აფასებენ პაციენტის მდგომარეობას მიღებული ანალიზების შედეგად და დაუყოვნებლად მოითხოვენ ნავალნისთან ციხეში შეშვებას.

ნავალნის პირადი ექიმის, იაროსლავ აშიმხინის თქმით, ნავალნის იმდენად კატასტროფულად მაღალი აქვს კალიუმი, რომ სასწრაფოდ საჭიროებს ჰემოდიალიზს.

“წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ბლოკადა, რაც გამოიწვევს გულის გაჩერებას ან მოხდება მძიმე არითმია”, – წერს აშიმხინი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...