ბაიდენის ადმინისტრაციამ გუანტანამოს ციხის დახურვა გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო გუანტანამოს ციხის დახურვის პროცესი. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ემილი ჰორნმა განაცხადა.

მან თქვა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ამჟამად განიხილავს იმ ვითარებას, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შექმნა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჰორნმა განმარტა, რომ სახელმწიფო, იუსტიციისა და თავდაცვის დეპარტამენტებში მიმდინარე ამჟამინდელი ცვლილებები იქნება პროგრესის მომტანი გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...