ბაიდენი: ტრამპი უახლოვდება ყველა დიქტატორს, ის თითს უქნევს ჩვენს მეგობრებს

მან ეს მოსაზრება გამოხატა CBS ტელევიზიასთან ინტერვიუში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა მის ვებგვერდზე.

„მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის ამჟამინდელი ლიდერის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს საერთაშორისო არენაზე. ”ნახეთ რას აკეთებს ის (ტრამპი) – იგი უახლოვდება ყველა დიქტატორს და თითებს უქნევს ჩვენს ყველა მეგობარს”, – განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

აქვე, წამყვანის კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანაა მისი აზრით ყველაზე სერიოზული საფრთხის შემცველი შეერთებულ შტატებისათვის, ბაიდენმა უპასუხა: ”მე მჯერა, რომ ამ დროისთვის რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოებისა და ალიანსების შელახვის თვალსაზრისით და მეორე, მე მჯერა, რომ ჩინეთი ყველაზე დიდი კონკურენტია და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომას ვიცავთ მათთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად