ბაიდენი: შესაძლოა, გლობალურმა დათბობამ მიწების გამო მსოფლიოში კონფლიქტი წარმოშვას

გლობალური დათბობა წარმოადგენს არასტაბილურობის რისკებს შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლებელია კონფლიქტები სახნავ-სათესი მიწების გამო,- ამის შესახებ სამშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დაზვერვის საზოგადოების თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან საუბრისას განაცხადა.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები უკვე ზრდის არასტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. ეს არის ამინდის ექსტრემალური მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირი და მომაკვდინებელია, ასევე საკვებისა და წყლის უსაფრთხოების არარსებობა, ზღვის დონის აწევა. ამ ყველაფრიდან გამოწვეული  მიგრაციის მნიშვნელოვანი ზრდა კი წარმოადგენს ფუნდამენტურ რისკს მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისათვის ”, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, აშშ-ის სამხედროებიც ყველაზე დიდ საფრთხედ კლიმატის ცვლილებას მიიჩნევენ.

 

კომენტარები
იტვირთება...