ბაიდენი: შესაძლოა, აშშ-სთვის, ჯორჯ ფლოიდის საქმის ვერდიქტი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯი იყოს

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შესახებ პოლიციელის გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება იყოს “გიგანტური ნაბიჯი” სისტემური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ეს იყო მკვლელობა დღის შუქზე. ამ ფაქტმა ჩამოხსნა მთელ მსოფლიოს ფარდა და გაამჟღავნა სისტემური რასიზმი” – თქვა მან.

მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელმაც დამნაშავედ ცნო ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი, რომელსაც ბრალი ედება ფერადკანიანი ფლოიდის მკვლელობა, შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ასეთი სასჯელები ჯერ კიდევ ძალიან იშვიათია შეერთებულ შტატებში და, რომ ”ეს შეიძლება იყოს გიგანტური ნაბიჯი ამერიკაში სამართლიანობის დამყარების საქმეში”, – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...