ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს, რომ აშშ-ის საქმეებში მოსკოვის მხრიდან სავარაუდო ჩარევებს შედეგები მოჰყვება

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის სავარაუდო ჩარევას აშშ-ს შიდა საქმეებში თავისი შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ მან NBC-ის ეთერში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი უპასუხოდ არ დატოვებს რუსეთის სავარაუდო ჩარევას ამერიკის საარჩევნო პროცესში.

“მე გპირდებით, რომ თუ გავიმარჯვებ, იქნება შედეგები. ჩვენს სუვერენულ საქმეებში ამ ჩარევებს, აუცილებლად მოჰყვება თავისი შედეგები.” – განაცხადა ჯო ბაიდენმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად